ლიმნოლოგიური კატასტროფები

    ლიმნოლოგია (—გეოგრაფიული მეცნიერებათა დარგი, რომელიც შეისწავლის შენელებული წყალცვლის წყალსატევებს (ტბების, წყალსაცავების) და მათში მიმდინარე ფიზიკურ,ქიმიურ და ბიოლოგიუტ პროცესების კომპლექსს. წყალსატევების კვლევისას ლიმნოლოგია იყენებს ჰიდროქიმიურ, ჰიდროფიზიკურ, ჰიდრობიოლოგიურ, გეოლოგიურ და სხვა მეთოდებს. მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის ეკლოგიასთან და ჰიდრობიოლოგიასთან. ლიმნოლოგია იკვლევს: ტბის ქვაბულების წარმოშობას, ზომებს, აგებულებასა და ქვაბულის გარდაქმნას, აგრეთვე სანაპიროებსა და სხვ. საკითხებს.
    ლიმნოლოგიის მთავარი ამოცანაა წყალსაცავის ქვაბულის აგებულების და ცვლილებების, ფსკერული ნალექების, ჰიდროლოგიური რეჟიმის, ჰიდროქიმიურ თავისებურებათა, თერმული და ყინულის რეჟიმის, წყლისა და სითბური ბალანსის და სხვ. შესწავლა. ლიმნოლოგია იყენებს ტბის სადგურების, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიებისა და საექსპედიციო დაკვირვებათა მასალებს.
    ლიმნოლოგიური კატასტროფა_ ფიზიკური მოვლენაა, რომლის დროსაც გაზი( როგორც წესი CO2) წყლის სიღრმიდან ჰაერში ამოვარდება და იქ მყოფ ცოცხალ არსებებს საფრთხეს უქმნის. გაზის ამგვარი ”ამოფქვევა” შესაძლოა გამოიწვიოს ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანური აქტივობა და  მეწყერი.


     დღესდღეობით დარეგისტრირებულია ორი ტბის ლიმნოლოგიური კატასტროფა: 1984 წლის, 15 აგვისტოს  მონუნის ტბაზე, სადაც 37 ადამიანი გარდაიცვალა; 1986 წლის 21 აგვისტოს ნიოსის ტბაზე  სადაც 1700 ადამიანი გარდაიცვალა.






ლიმნოლოგიური კატასტროფა

No comments:

Post a Comment